Total Pageviews

Powered By Blogger

Wednesday, May 15, 2013

კოკა კოლა - წარმატებული კომპანია



ამერიკული
საზომებით მართლაც, რომ წარმატებული ბიზნესის ისტორია სრულიად შემთხვევით დაიწყო. ამერიკაში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, მოყვარულმა ქიმიკოსმა, იმავდროულად, მცირე ფარმაცევტული ფირმის მფლობელმა, ჯონ სტიტ პემბერტონმა John Stith Pemberton1886 წლის 8 მაისს, შინ საკუთარი რეცეპტით სასმელი დაამზადა. არმიის ყოფილი კავალერისტი, კაპიტანი პემბეერტონი კონფედერანტების დამარცხების შემდეგ, უსაქმოდ დარჩა. იგი მშობლიური კოლამბუსიდან ატლანტაში გადაბარგდა. იქ მცირე ფარმაცეფტული ფირმა გახსნა, რადგანაც ახალგაზრდული წლებიდან ქიმიური ცდების ჩატარებით იყო გატაცებული. მან ერთ დღეს სიროფი მოხარშა. ეს სასმელი თავის მეგობარსა და ფირმის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს დააგემოვნებინა. მეგობარმა სასმელი მოიწინა. მის მოსამზადებლად საჭირო რეცეპტის ჩაწერა ურჩია. სიროფი ტკბილი და სქელი სითხე იყო. იმ დღესვე რეცეპტის ავტორმა სასმელი გასაყიდად იმავე ქალაქში არსებულ ყველაზე დიდ ჯეკობსის აფთიაქში Jacobs' Pharmacy მიიტანა. ახალი სასმელის 1 ჭიქა 5 ცენტად იყიდებოდა.