პირველი გაუბედავი ნაბიჯების შემდეგ, ამ სასმელმა თვისობრივი განვითარება გააგრძელა. 1886 წლის ბოლოს, კოკა-კოლა შუშხუნა გახდა. არსებობს ისტორია, რომლის მიხედვითაც ერთმა სამხრეთელმა წინა დღეს დატრობის შემდეგ, ჯეიკობსის აფთიაქში შეიხედა. მან დასალევი მოითხოვა. გამყიდველმა დარბაზის ბოლოში გასვლა დაიზარა და მას პემბერტონის სიროფი სოდის დამატებით შესთავაზა. ეს სამხრეთელი იმდენად აღტაცებული დარჩა ამ სასმელის დაგემოვნებით, რომ სულ მალე ატლანტის ყველა აფთიაქში კოკა-კოლა -ს გაყიდვა სოდის დამატებით დაიწყეს.. ხალხი სპირტიანი სასმელიდან კოკა-კოლა-ზე გადაერთო. დადებითი ძვრები ამ ბიზნესის განვითარებაში შეინიშნებოდა, მაგრამ ამ რეცეპტის ავტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, თანაც გაფართოებისთვის საჭირო კაპიტალი მას არ აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ, პემბერტონმასაოცნებო ფორმულა, ყველა საჭირო მოწყობილობასთან ერთად, სხვადასსხვა პარტნიორს მიჰყიდა. მათ შორის აღმოჩნდა სწორედ ის ვენეიბლი, ვინც კოკა-კოლა-ს შუშხუნა ვარიანტი აღმოაჩინა. მთლიანობაში ამ გამოგონებისთვის მისმა ავტორმა 2000 დოლარი მიიღო. იგი სიღარიბეში, 1888 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა და ღარიბების სასაფლაოზე დაკრძალეს. საფლავის ქვა წარწერით მას მხოლოდ 70 წლის შემდეგ ეღირსა.იმავე პერიოდში, ატლანტაში ირლანდიიდან ღარიბი ემიგრანტი, აიზა კენდლერი Asa Candler ჩავიდა. მას ჯიბეში მხოლოდ 1 დოლარი და 75 ცენტი ჰქონდა, მაგრამ მტკიცედ სჯეროდა, რომ ახალ ადგილზე საკუთარ ადგილს იპოვიდა. სულ მალე, კომერციული ნიჭის მქონე ემიგრანტმა გარკვეული რაოდენობის კაპიტალი დააგროვა და პემბერტონის ქვრივისგან კოკა-კოლა-ს რეცეპტი 2300 დოლარად შეიძინა. იმ დროში ეს საკმაოდ დიდი ფული იყო. მან თავის ძმასთან და სხვა ორ კომპანიონთან ერთად, ჯორჯიის შტატში "The Coca-Cola Company" შექმნა, რომლის საწყისი კაპიტალი 100 000 დოლარი იყო.. მოკლედ ამსასმელის "მამა" პემბერტონია, ხოლო აიზა კენდლერი კომპანია კოკა-კოლა-ს შემქმნელი, რომელიც ოფიციალურად 1893 წლის 31 იანვარს დარეგისტრირდა. კენდლერი ალკოჰოლურ სასმელებს არ ეკარებოდა. მას სჯეროდა, რომ კოკა-კოლა იდეალური უალკოჰოლო სასმელი, ყველა დაავადების პანაცეა იყო. კენდლერმა და ფრენკ რობინსონმა თითქოს და წინასწარ, იგრძნეს, რომ ამ სასმელს წინ დიდი წარმატებები ელოდა. მათ პემბერტონის ორიგინალის საფუძველზე ახალი, გაუმჯობესებული რეცეპტის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. მათი მიზანი იყო ამ სასმელის გემოს გაუმჯობესება და შენახვის ვადების გახანგრძლივება, ორგანიზმზე გამამხნევებელი ზემოქმედების შენარჩუნებით.
კოკა– კოლა აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე კარგი მარკეტინგის მქონე კომპანიად. შესაბამისად , თავის პოპულარობას ,,კოლა“ არა მხოლოდ საკუთარ უნიკალურ გემოს, უნდა უმადლოდეს, არამედ კარგ მარკეტინგს ბაზარზე.

.jpg)
.jpg)

No comments:
Post a Comment