Coca-Cola-ს ძირითადი ინგრედიენტები იყო კოკას ფოთლების სამი ნაწილი (რომლისგანაც ნარკოტიკი კოკაინი მიიღებოდა), ტროპიკული ხის თხილის ერთ ნაწილთან ერთად. მიღებული სასმელი მისმა ავტორმა როგორც ნებისმიერი ნერვული აშლილობის სამკურნალო საშუალება ისე დააპატენტა. პემბერტონი ამტკიცებდა, რომ ახალი სასმელი კოკა-კოლა იმპოტენციისგან კურნავს და მასზე იმ ადამიანებსაც შეეძლოთ გადასვლა, ვინც მორფს შეეჩვია. იმ დროში კოკაინი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა. ჯანმრთელობისთვის საზიანო მისი თვისებების შესახებ მაშინ არავინ არაფერი არ იცოდა. სწორედ ამიტომ, კოკაინი თავისუფლად იყიდებოდა. მას სპირტის ნაცვლად სასმელში ტონუსის მოსამატებლად იყენებდნენ. თუმცა შემდგომ წლებში სახელმწიფომ აკრძალა კოკაინის გამოყენება კოკა-ოლაში, კოკაინის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ აპოგეას მიაღწია. კომპანია კოკა-კოლა ახალი რეცეპტის მეშვეობით სასმელის დამზადებაზე გადაერთო, რომლის დროსაც კოკის ფოთლებიდან კოკაინის გამოდევნა ხდებოდა. კოკა-კოლა ამ მხრივ ინოვაცია სულაც არ ყოფილა.
კოფეინმა შეიძლება გამოწვიოს დამოკიდებულება, რომელიც ყალიბდება მოლეკულურ დონეზე. კოფეინი ტვინის უჯრედებიდან განდევნის ადენოიზნს, რომელიც დამშვიდებისთვის გამომუშავდება. უეცრად კოფეინის მიღების შეწყვეტის შემდეგ ვლინდება დაღლილობის გრძნობა.
თავდაპირველად კოკა-კოლა შეიცავდა 0,1 მილიგრამ კოფეინს, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კოფეინის შემცველობა დაწიეს 0.014 მილიგრამამდე, თუმცა ის მაინც აყენებს ზიანს ადამიანის ჯანმრთელობას.



No comments:
Post a Comment