Total Pageviews

Powered By Blogger

ბოთლის ისტორია



1916 წელს კოკა-კოლას ორიგინალური ბოთლი გამოჩნდა, რომელსაც "თეძოებიანი" უწოდეს. მისი შემქმნელი ბენჯამინ ტომასია, რომელმაც ფირმის შემქმნელებისგან ბოთლებში სასმელის გაყიდვის უფლება გამოისყიდა. იგი მოგების გასაზრდელად უჩვეულო ფორმას ეძებდა, რომელიც ამ პროდუქტს სხვებისგან გამოარჩევდა. იდეა მაშინდელმა მოდამ უკარნახა. 1914 წელს ქალები ისეთ კაბას (გოდე) ატარებდნენ, რომელიც თეძოებს გამოკვეთილად გამოაჩენდა. ორიგინალური ბოთლის შესაქმნელად სწორედ ეს პროპორციები შეირჩა. გაყიდვები კიდევ უფრო გაიზარდა, რადგანაც კოკა-კოლაცნობადი რამდენიმე ნიშნის მიხედვით გახდა. ბოთლის ფორმის შეცვლამ ამ ფირმის სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის ზრდასაც შეუწყო ხელი. თავდაპირველად ეს სასმელი სწორკუთხოვანი ბოთლებით იყიდებოდა.

No comments:

Post a Comment